четверг, 17 декабря 2009 г.

1. პროექტის სახელი: ენერგიის ხარჯი და დაზოგვის ხერხები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოხმარებული ენერგიის უყაირათო ხარჯვა და ამ ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
3. პროექტის სრული აღწერა: ენერგიის ეკონომიაზე ადამიანი მისი წარმოშობის დროიდანვე ზრუნავს, ხოლო საწვავის ეკონომიაზე- ცეცხლის მოთვინიერების მომენტიდან.
ყოველწლიურად ყოფით საჭიროებებზე ელექტროენერგიის, გაზის, სითბოს და წყლის სულ უფრო და უფრო მეტი წილი იხარჯება. ყველაფერი ეს კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, სწორედ ეკონომია ხდება წარმოების ზრდის მთავარი წყარო.
ენერგიის მოხმარების შემცირების სამი გზა არსებობს:ა) არარაციონალურად გამოყენების გამორიცხვა;ბ) დანაკარგების აღმოფხვრა;გ) ეფექტურობის გაზრდა.
აუცილებელია მუშაობა ამ მიმართულებებით, ამისათვის მოსწავლეები გამოიკვლევენ საქართველოს იაფი ელექტროენერგიის (რომელიც მეორადი ენერგიაა) წარმოებისათვის არსებულ პირველადი ენერგიის (ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული და სხვა) დიდ პოტენციალს.
მოსწავლეები გამოიკვლევენ ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ხარჯს, გამოიკვლევენ ეკონომიკური თვალსაზრისით მოხმარებული ენერგიებს შორის რომელია უფრო პრიორიტეტული. ისინი გამოიკვლევენ განათების მიზნით ვარვარების ნათურების ფლუორესცენტული ნათურების ჩანაცვლებით მიღებულ ეკონომიას. გამოიკვლევენ უყაირათოდ მოხმარებულ ელ.ენერგიის ხარჯებს.

4. მონაწილეთა ასაკი: 14-16წ
5. ვადები/ხანგრძლივობა: 20.01.2010-20.06.2010
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, მასალების, ცხრილების, დიაგრამების განთავსება ბლოგში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: მთავარი იქნება ის რომ მოსწავლეები შეისწავლიან მოხმარებული ენერგიების ღირებულების დათვლას, ენერგიის დაზოგვის გზებს, ისინი ჩაერთვებიან საოჯახო ხარჯების გათვლებში, ისწავლიან მონაცემების დიაგრამებით წარმოდგენას და მათ სტატისტიკას, ისწავლიან საკუთარი და სხვისი აზრის გაზიარებას და დაფასებას, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას გამოცდილებას.
8. სარგებელი სხვებისათვის: მოხმარებული ენერგიის ხარჯების შემცირების სწავლება და გამოცდილების გაზიარება.
9. სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი მათემატიკასთან, ეკონომიკასთან. ისწავლიან საკუთარი და სხვისი აზრის გაზიარებას და დაფასებას, ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
11. პროექტის ფასილიტატორი: მანანა მამაცაშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: manana.mamac@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://mamatsa.blogspot.com/